აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26 აპრილი, 2018

►ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

►სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის დეტალები მთავრობის წარმომადგენლებს ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა ეთერ მაჭუტაძემ გააცნო.

►კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების გამოცვლა, ბორდიურების, წვივმიმღები ჭების მოწყობა და არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი.

►აღნიშნულ ტერიტორიებზე, რეაბილიტაცია 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარდება. ბილიკები გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა.

►სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი - მიმდინარე წლის 12 ივნისის ჩათვლით ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე. ►პროექტი ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 2 041 884 ლარით ფინანსდება. ►სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "მონოლითი 2005" ახორციელებს.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები