აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძემ სამინისტროს პროექტების პრეზენტაცია გამართა

10 მაისი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

►სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ სააჯრო შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და საინვესტიციო გარემოზე, საბიუჯეტო პროცესებზე და ქონების ეფექტური მართვის მექანიზმებზე ისაუბრა.

►რამაზ ბოლქვაძემ სტუმრებს აჭარაში სამინისტროს ისტორიული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

►შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის შესახებ უახლესი ვიდეო კადრების ნახვის საშუალება მიეცათ.

►მინისტრმა შეხვედრაზე განახლებული საინვესტიციო პორტალის investinbatumi.ge-სა და საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონული სისტემის, ასევე აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული რუქის პრეზენტაცია გამართა.

►შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, მედია ორგანიზაციების წარმომადგნლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული 70 სტუმარი ესწრებოდა. ►პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. რამაზ ბოლქვაძემ არასამთავრობო სექტორის,სტუდენტების და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ბიუჯეტი

►აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია - 355 000 000 ლარი

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობები 169,7 % ით შესრულდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა- 4,5 % ინვესტიციები

►ბოლო 3 წელში აჭარაში 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხოლოდ 20 კერძო ინფრასტრუქტურული პროექტის:

►საინვესტიციო პორტფელი 1,5 მილიარდი ლარი

►7 425 განთავსების ადგილი

►ახალი ბულვარის ინვესტიციები 520 მლნ ლარის ინვესტიცია მიმდინარეობს 1700 სასტუმრო ნომერი 2600 ახალი სამუშაო ადგილი

►გმირთა ხეივნის ინვესტიციები 12 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს 755 მლნ ლარის ინვესტიცია დამატებით 5325 განთავსების ადგილი

►კურორტი "გოდერძის" ინვესტიციები

►მიმდინარეობს: 15 საინვესტიციო პროექტი 125 მილიონი ლარის ინვესტიცია 1000 ადამიანის დასაქმება 1300 განთავსების ადგილი

►დაგეგმილია: უახლოეს 3 წელში 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია დამატებით 1300 სასტუმრო ნომერი


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები