აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე

11 მაისი, 2018

10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღის აღსანიშნავად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან ერთად მორიგი შემეცნებითი აქტივობა გამართა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკოკლუბ „ცისნამი“-ს აღსაზრდელები ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველებზე დასაკვირვებლად ჩაიყვანა.

ღონისძიების ფარგლებში დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა მოზარდებს ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარებისა და იქ გავრცელებული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების შესახებ საინტერესო ლექცია წაუკითხეს.

დღის ბოლოს ბავშვებს სათვალთვალო კოშკიდან ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობაც მიეცათ.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები