აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე ტურიზმის მე-11 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

11 მაისი, 2018

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა EXPO BATUMI TRAVEL 2018 გაიხსნა.

►EXPO BATUMI TRAVEL 2018-ში ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში მუშაობენ.

►გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსთან სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო.

►სპეციალური ლოკაცია გამოფენაზე კურორტ „გოდერძის“ ეხება. სტენდის დამთვალიერებელს საშუალება აქვს "გოდერძიზე" მიმდინარე სასტუმრო კომპლექსების, ასევე განთავსების ადგილებისა და კურორტზე დასვენების შესახებ სხვა ინფორმაციას გაეცნოს.

►გამოფენის მიმდინარეობისას მონაწილეებისათვის სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციები იგეგმება.

►გამოფენა დღეს გაიხსნა და 13 მაისამდე გაგრძელდება.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები