აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს

17 მაისი, 2018

►ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ.

►რამაზ ბოლქვაძე საკნონმდებლო ორგანოში აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.
აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 12,7 პროცენტიანი გადაჭარბებით შესრულდა. 
►აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 12,7 პროცენტიანი გადაჭარბებით შესრულდა და 285 088 500 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (220 921,0 ათასი ლარი) შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 64 167,5 ათასი ლარით, ანუ 29,1 პროცენტით არის გაზრდილი. 
►ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მათ სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. 
►შემოსავლები 
აჭარის ა.რ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 8,7 პროცენტიანი გადაჭარბებით შესრულდა და 248 797,7 ათასი ლარი შეადგინა. გეგმა 228 783,0 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 248 797,7 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან(202 441,5 ათასი ლარი)შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 46 356,2 ათასი ლარით, ანუ 22,9 პროცენტით არის გაზრდილი. 
►გადასახადები 
აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 89,6 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 210 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 222 876,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,1 პროცენტია. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადი წინა წელთან შედარებით (185 370,9 ათასი ლარი) 37 505,5 ათასი ლარით, ანუ 20,2 პროცენტით არის გაზრდილი. ►სხვა შემოსავლები 2017 წლის სხვა შემოსავლები 38 პროცენტიანი გადაჭარბებით შესრულდა და 25 921,3 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (16 570,6 ათასი ლარი) შედარებით სხვა შემოსავლების ფაქტიური შესრულება 9 350,7 ათასი ლარით, ანუ 56,4 პროცენტით არის გაზრდილი. 
►არაფინანსური აქტივების კლება 
2017 წლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა 21 055,0 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიური შესრულება 33 185,8 ათას ლარს, ანუ გეგმის 157,6 პროცენტს შეადგენს. მათ შორის: ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 488,6 ათასი ლარი, არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 25 516,9 ათასი ლარი, ხოლო მატერიალური მარაგების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 180,3 ათასი ლარი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (17 790,4 ათასი ლარი) შედარებით არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) ფაქტიური შესრულება 15 395,4 ათასი ლარით, ანუ 86,5 პროცენტით არის გაზრდილი. 
►გადასახდელები 
2017 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები 306 200,0 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ფაქტიური დაფინანსება 290 709,8 ათას ლარია, რაც გეგმის 94,9 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოსათვის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 4 916,8 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 4 800,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,6 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის ა.რ უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი 627,2 ათასი ლარის ასიგნება დაფინანსებულია – 626,2 ათასი ლარით, რაც გეგმის 99,8 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები აჭარის ა.რ მთავრობისთვის, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისთვის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 67 638,2 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 64 798,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,8 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 26 140,4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 24 767,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 94,7 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 46 575,3 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 44 079,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 94,6 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 16 250,6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 16 187,1 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგის 99,6 პროცენტია. 
►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 12 277,6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 11 127,6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 90,6 პროცენტია.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები