ზღვის წყლის მონიტორინგი გრძელდება
17 მაისი, 2018
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველო აგრძელებს გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის - ,,აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლის
ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“
- განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2018
წელს დაგეგმილია 120 ზღვის წლის სინჯის გამოკვლევა
შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგი, ფეკალური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, პათ. მიკროორგანიზმები მათ შორის salmonella
sp.
სინჯების აღება ხორციელდება სარფის,
კვარიათის, ,,აკვაპარკის“, ბათუმის ცენტრალური პლაჟის, ბარცხანის, მწვანე კონცხის,
ბობოყვათისა და ქ. ქობულეთის ცენტრალური პლაჟის მიმდებარე ტერიტორიების
მოპირდაპირე დაშორებებზე (მანძილი სანაპირო ზოლიდან 50 მ).
ამ დროისათვის სინჯები აღებულია აპრილისა და
მაისის თვეში (16 სინჯი), აპრილში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით
ზღვის წყალში გამოსაკვლევი მაჩვენებლების კონცენტრაციები ზღვრულად დასაშვები ნორმის
ფარგლებშია.
ივნისის თვეში მოხდება 24 ზღვის წყლის სინჯის აღება.