აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოფელ ოლადაურის ეთნოგრაფიულ მუზეუმს არჩილ მაკარაძის სახელი მიენიჭა

19 მაისი, 2018

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის ეთნოგრაფიულ მუზეუმს არჩილ მაკარაძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალები, შრომის იარაღები, მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა, ასევე,  ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები.

დასკვნითი კულტურული ღონისძიება ოლადაურის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს. ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს არჩილ მაკარაძის შემოქმედებასა და ღვაწლზე. ღონისძიებაზე შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ,, შუახევი“ და ,,მარეთი“  ფოლკლორული ნომრები  შეასრულეს.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები