აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში ზაფხულის ფესტივალი 3 ივნისს გაიმართება

22 მაისი, 2018

3 ივნისს, აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ  ზღვის სანაპიროზე იგეგმება. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. 

დღის განმავლობაში იქ მყოფთა განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ. საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალე შოუთი, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett” ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი,  დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები