აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 20 521 500 ლარით იზრდება

23 მაისი, 2018

►2018 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 20 521 500 ლარით იზრდება და ის 375 521 500 ლარს შეადგენს.

►2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ა.რ კანონში შესატანი ცვლილებების ანგარიში დღეს უმაღლესი საბჭოს კომისიებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა.

►მინისტრმა საბიუჯეტო პარამეტრების გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა და აქცენტი შემოსავლების ზრდაზე გააკეთა. რამაზ ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 2018 წლის დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 182 600 ლარით იზრდება და ის 240 182 600 ლარს შეადგენს.

►სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 182 600 ლარით იზრდება და წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი 15 182 600 ლარს შეადგენს
►არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 483 800 ლარით იზრდება და წლიური საპროგნოზო მოცულობა 27 483 800 ათასი ლარს შეადგენს. კერძოდ, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შემოსულობის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 000 000 ლარით იზრდება და ის 9 500 000 ლარს შეადგენს. 
►ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი ჯამში 20 521 500 ათასი ლარით იზრდება და ის 375 521 500 ლარს შეადგენს.

►რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა 20 521 500 ლარით იზრდება: 
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ასიგნება - 200 000 ლარით. 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 278 762 ლარით.
 ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ასიგნება - 5 429 555 ლარით (მათ შორის გზების რეაბილიტაცია - 3 904,5 ათასი ლარით, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 537,6 ათასი ლარით)
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 91,8 ათასი ლარით. 
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ასიგნება - 2 692 114 ლარით. (მათ შორის აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პირველი ეტაპისათვის ბათუმი-ქედა-ხიჭაურის დასახლების საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისა და მეორე ეტაპისათვის ქედა (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (აჭარის ა.რ ადმინისტრაციულ საზღვრამდე) საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესყიდვა, შემდგომში მშენებლობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის 3 578,4 ათასი ლარი, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება 2019 წლის ნაცვლად 2018 წელს).
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნება - 1 308 814 ლარით (მათ შორის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 5 286,2 ათასი ლარი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება - 628,3 ათასი ლარი).
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნება - 1 062 686 ლარით (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები - 850,0 ათასი ლარით, სოციალური პროგრამები - 46,1 ათასი ლარით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დამატებითი კომპონენტის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებისა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით - 89,2 ათასი ლარით)
 საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის ასიგნება - 9 517 757 ლარით (ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარება - 13 690 263 ლარით. 
 ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე, ფიზიკურ პირთათვის მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემა - 1 674,5 ათასი ლარით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები