აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სს "აჭარის წყლის ალიანსი" აცხადებს საერთაშორისო ტენდერს

28 მაისი, 2018

სს" აჭარის წყლის ალიანსი" აცხადებს საერთაშორისო, ღია ტენდერს აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებებისათვის დეტალური დიზაინის (დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა), სატენდერო პროცედურების წარმართვის, სამუშაოთა ზედამხედველობისა და თანხმლები ღონისძიებების შესყიდვის მიზნით.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ შეიქმნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წყლისა და საკანალიზაციო მომსახურების რეაბილიტაციისა და განახლების უზრუნველყოფის მიზნით. წყლის სექტორის საკონსულტაციო მომსახურების ბენეფიციარები აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტშია განთავსებული:

დაბლობი ზონა - ქობულეთი და ხელვაჩაური;

მაღალმთიანი ზონა - შუახევი, ქედა და ხულო.

განმახორციელებელი კონსულტანტი 1 (IC1) პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე ნახევრად ურბანული პროექტის რეგიონებში - ძირითადად დაბებში, მაგრამ ასევე დაბების მომიჯნავე სოფლების ჩათვლით, სადაც შესაძლებელია. სამუშაო მოიცავს დახმარების გაწევას როგორც პროექტის დაგეგმვასა და მომზადებაში (დიზაინის, საპროექტო და სახარჯაღრიცხვო სამუშაოები, სატენდერო პროცედურების ჩატარება და ა.შ.), ასევე პროექტის შესრულებაში (სამუშაოების ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარების პროცედურები, შესაბამისი საინვესტიციო ღონისძიებების ფინანსური მართვა და ა.შ.).

საკონსულტაციო ჯგუფი IC2 ასევე უზრუნველყოფს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ყოვლისმომცველ ტექნიკურ დახმარებას და ინსტიტუციურ მხარდაჭერას. ეს თანმხლები ზომები მოიცავს ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერასა და ტრენინგების მომზადებას, აგრეთვე მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების ჩატარებას. ამავდროულად, კონსულტანტი IC2 ხელს შეუწყობს აჭარაში წყლის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განხორციელებას.

ტენდერის დასრულება 2018 წლის 29 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სატენდერო აგენტს/ასევე იხილეთ მიბმული დოკუმენტი:

Mr D. Gaunt

Moulin D’Ayres

Tayac

12120 Centrès

France

E-mail: dwg72003@gmail.com

Telephone: +33 5 65 72 39 59


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები