აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

2019 წლისთვის აჭარას ჭვანას ტურისტული მარშრუტი შეემატება

28 მაისი, 2018

მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა შუახევში, ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს, იქ არებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და სერვისებს გაეცნენ.

 

ულამაზესი ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში მოგზაურობისას ტურისტებს საშუალება აქვთ მოინახულონ ჭვანას ულამაზესი ჩანჩქერი, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდი და ოთოლთას ციხე. ასევე, ესტუმრნონ ადგილობრივებს, სადაც ნატურალური ხილის, თაფლისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეიძლება. ხეობაში ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც  ფანდურების შეძენის გარდა, მასტერკლასებში მონაწილეობაც შეიძლება.

ინფოტურის მონაწილეები, გარდა ზემოთ აღწერილი ტურისტული ადგილებისა ხეობის მუზეუმსა და წისქვილების სოფელს სტუმრობდნენ. ისინი შუახევის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და შუახევის ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

„ჭვანას ტურისტული მარშრუტი ახალია და მისი მარკირება 2019 წლისთვის იგეგმება. ეს არის მარტივი სათავგადასავლო მარშრუტი ულამაზეს ხეობაში, რომელიც მდიდარია ციხეებით, მდინარის პირას არსებული საპიკნიკე ადგილებით. აქ ბევრი ისეთი ადგილია, რასაც სხვაგან ვერ ნახავს ჩვენი ტურისტები. მაგალითად, სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაში მდებარეობს ჭვანას სავიზიტო ბარათი ხაბელაშვილების, 300 წლის ულამაზესი ხის თაღოვანი ხიდი. შემდეგი წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ამ ულამაზეს ხეობაში ტურისტული მარშრუტის მარკირებას, მასში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული სერვისების შეტანას,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ წელს 4 ინფოტურს გაუწია ორგანიზება. წლის ბოლომდე, სააგენტო ჯამში 10 ინფოტურის ჩატარებას გეგმავს მთიანი აჭარის სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები