აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„წელიწადის ოთხი დრო (გაზაფხული) – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“

26 მაისი, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „წელიწადის ოთხი დრო (გაზაფხული) – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ.

ექვსი ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი ათი დღის განმავლობაში ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში ქმნიდნენ ნამუშევრებს. მხატვრებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები, რაც ნამუშევრებში აისახა. გამოფენამ დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო – მეგობრობის პალიტრა ბათუმი 2018“ ტრადიციულია და იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.



კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები