აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ევრონიუსი ბათუმის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეობლოგს აქვეყნებს

30 მაისი, 2018

24 საათი ბათუმში- ასე ჰქვია ვიდეობლოგს ევრონიუსზე, რომლის წამყვანიც მაყურებელს აცნობს თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. გადაცემის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო.

„ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ქალაქს, ეძებენ ახალ ემოციებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებას.  ბათუმი კი ამ შემთხვევაში ისეთი ქალაქების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა ლისაბონი, ბერლინი და ათენი. წელს, ძალიან აქტიური რეკლამას გვაქვს ევრონიუსის ეთერით, რაც როგორც გადაცემებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს, ასევე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას ითვალისწინებს. გარდა ბათუმის ვიდეობლოგისა ევრონიუსის მაყურებელმა აჭარის შესახებ მომზადებული 4 გადაცემა და რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ნახა მაისის განმავლობაში, შესაბამისად  ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195  ქვეყანაში გაეცნენ. შემოდგომაზე კი  ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აჭარას კიდევ ერთხელ, უკვე  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ესტუმრება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ხორციელებს, რაც ძირითადად გარე, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებს ითვალისწინებს. ევრონიუსის გარდა აჭარის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს დოიჩე ველე და სამიზნე ქვეყნების ადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ

ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე -youtube.com


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები