აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

სამუშაო შეხვედრა

01 ივნისი, 2018

   მიმდინარე წლის 1 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტოში „Global Forest Watch“-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა დეტალურად გაცნობოდნენ, აჭარის სატყეო სააგენტოში მიმდინარე ტყის ინფორმაციის მართვის სისტემის (“FIMS” – Forest Information Management System) დანერგვის პროცესს, კონკრეტული საჭიროებების გამოსავლენად და სათანადო სამოქმედო გეგმის მონახაზის შესამუშავებლად, GFW პროექტის საპილოტე რეგიონის ფარგლებში.

   აგრეთვე, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეები დეტალურად გაეცნენ პროექტის ამჟამინდელ შედეგებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს და დაიგეგმა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც მოიაზრებს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის სერვერის განთავსებისათვის საჭირო საქმიანობებსა და შესაბამის სწავლებას.

   შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები (სატყეო პოლიტიკის სამმართველოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, GFW პროექტის წარმომადგენელი საქართველოში), აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აჭარის სსიპ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები