აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

04 ივნისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტუდენტთა დახმარებისპროგრამის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი  განათლების  პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას


პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.


კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2018 წლის 12 თებერვლ;იდან  02 მარტის  ჩათვლით.  კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 147 სტუდენტი.  მათ შორის პირველი საფეხურის 80 სტუდენტი და მეორე საფეხურის 67 სტუდენტი.  

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 80 სტუდენტი  და მეორე საფეხურის 45 სტუდენტი.


წარმოგიდგენთ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების სახელობით სიას კატეგორიების მიხედვით:  

პირველი საფეხურის სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი; დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; სოციალურად დაუცველი

მეორე საფეხურის  სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრიდედით ან მამით ობოლი, უდედმამო


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები