აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე!

05 ივნისი, 2018

   5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ამ თარიღს ყოველწლიურად მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით აღნიშნავს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.

   დღეს, სამმართველოს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს.

   უშუალოდ მარშრუტზე გასვლამდე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ადმინისტრაციის თანამშრომელმა თორნიკე ტაბატაძემ მათ საინტერესო ლექცია წაუკითხა მტირალას ეროვნული პარკის უნიკალური თავისებურებების და აქ გავრცელებული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების შესახებ, რის შემდეგაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე შესულიყვნენ და ერთ-ერთი საფეხმავლო მარშრუტი დაელაშქრათ.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები