აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

03 ივნისი, 2018

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებით მორთულ ზღვის სანაპიროს უამრავი ადამიანი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობდა. მათი პოზიტიური განწყობის შექმნაზე დილიდან ისეთი დიჯეები და ბენდები ზრუნავდნენ, როგორებიცაა დიჯეი Chiki, Vako T, ლაშა გურული, Gabunia, ბენდი Groove Phoenix, Bedford Falls და დიჯეი The Drifter გერმანიიდან.

ფესტივალის განმავლობაში ხალხმრავლობა და დიდი ჩართულობა იყო სპორტულ-გასართობ და საბავშვო აქტივობებში. მათ შორის იყო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი კუთხე, სადაც ბავშვებსა და არამარტო მათ ოლიმპიადის თილისმა კუ მასკოტი გიგანტურ ჭადრაკის დაფასთან თამაშსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართულობისკენ მოუწოდებდა.

სანაპიროზე მოწყობილი იყო ღია კაფე-ბარები და ბუნგალო, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ ფასად შეეძინა სასმელები, ხილი, ნაყინი და საკვები. ფესტივალის ფორმატი და გარემო ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანს აძლევდა საშუალებას დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. 

შთამბეჭდავი იყო საღამოს შოუ, რომელიც გერმანულმა ქალთა დასმა „Friedrichstadt Ballett” წარმოადგინა. ლათინო-ამერიკული ცეკვების გარდა, გუნდის წევრებმა პოპულარული ჰიტები შეასრულეს, რასაც მსმენელის ოვაციები მოჰყვა. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცეცხლოვან შოუთი და გრანდიოზულ ფოიერვერკით დამტკბარიყვნენ. ფესტივალი ღამის სამ საათამდე გაგრძლდა და ის დიჯეიმ Gabunia დაასრულა. 

წელს, აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები