აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დავით მაკარაძე უკრაინის ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმს დაესწრო

05 ივნისი, 2018

უკრაინა ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმს მასპინძლობს. 
ფორუმი კიევში გაიხსნა და მას სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო-სამრწველო პალატებისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი,საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესმენები ესწრებიან. 
ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის წარმომადგენლები იმყოფებიან. 
ღონისძიებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამაზ შავაძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დავით მაკარაძე,საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭეიშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები ლაშა ფირცხალავა და მარიამ ჭიჭინაძე დაესწრნენ.
ფორუმზე საერთაშორისო ვაჭრობის გამოწვევები,ტენდენციები და სიახლეები, ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია განიხილება.
შეხვედრის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებმა გამოფენა "დამზადებულია კიევში" დაათვალიერეს. გამოფენაზე წლის საუკეთესო ექსპორტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,სადაც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას წარმატებული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საპატიო დიპლომი და სიგელი გადასცა.

უკრაინის ექსპორტის მე-4 ეროვნული ფორუმი უკრაინის სავაჭრო პალატის ორგანიზებით იმართება.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები