შეხვედრა ბელორუსიაში ციტრუსის იმპორტთან დაკავშირებით
08 ივნისი, 2018
მინისტრმა ბელორუსიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მომხმარებელთა საზოგადოების რესპუბლიკური კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილესთან საგარეო ვაჭრობის საკითხებში ინესა კოროტკოვიჩთან, აგროკომბინად ,,ძერჟინსკის’’ ხელმძღვანელთან ირინა შურკალოსთან.
შეხვედრის ძირითად მიზნს წარმოადგენდა მანდარინის იმპორტი საქართველოდან. მინისტრმა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მანდარინის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ. ბელორუსიის მხარემ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ციტრუსის ექსპორტის მესამე საერთაშორისო ფორუმში და ადგილზე გაეცნოს მანდარინის საექსპორტოდ მომზადების პროცესს.