აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კალმახის წარმოების შესახებ სასწავლო-პრაქტიკული სემინარი

12 ივნისი, 2018

დღეს, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ევროკავშირის მხარდაჭერით კალმახის წარმოების შესახებ სასწავლო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა, სემინარის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე მიესალმა. როგორც მან აღნიშნა: ,,აჭარაში თევზსააშენი მეურნეობის განვითარებისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი ბუნებრივ-კლიმატური პირობებია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელს შეიმუშავა „თევზსაშენი მეუნროებების განვითარების სტრატეგია“ სადაც მკვეთრად არის გამოკვეთილი აღნიშნული დარგისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი რომლის გადაჭრაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დარგის შემდგომი განვითარებისათვის’’.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აჭარის მეთევზეობისა და აკვაკულტურისა ასოციაციის, კოოპერატივების, პროფესიული კოლეჯების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სასწავლო-პრაქტიკული სემინარის ორგანიზატორია GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტი - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სასწავლო კურსს გაუძღვებიან COFAD-ის საერთაშორისო ექსპერტები. საკალმახე მეურნეობაში ჩართული 50-მდე კომპანიის წარმომადგენელსა და ინდივიდუალურ მეწარმეს ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კალმახის წარმოების თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

სემინარის საკითხებია: კალმახის მოშენება, თევზსაშენებსა და სალიფსიტე მეურნეობებში არსებული პრაქტიკა, ლიფსიტების კვება, გამოზრდის სამუშაოები, ბიოლოგიური უსაფრთხოება და თევზის ჯანმრთელობა, საკალმახე მეურნეობის ეკონომიკა და პროდუქციის წარმოების დაგეგმვა, თევზის ძირითადი დაავადებების იდენტიფიკაცია, წყლის ხარისხის მართვა, საკალმახე მეურნეობის დაპროექტება, კალმახის დამუშავება და მარკეტინგი. დისკუსიის ფორმატში განიხილეს კალმახის მწარმოებელ ფერმერთა ძირითადი პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები. სემინარი ორ დღიანია და ხვალ დასრულდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები