აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე

13 ივნისი, 2018

ევროკავშირი განაგრძობს სოფლის განვითარების საკითხებზე საჯარო განხილვებს. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდა. „მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით სოფლის გამოწვევები და პრიორიტეტები. ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ინსტრუმენტს ევროკავშირის LEADER მიდგომა წარმაოდგენს“, - განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ზვიადაძე, UNDP პროექტის სოფლის განვითარების ქსელის კოორდინატორი ირმა ხვედელიანი და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენელი ასმათ ბოლქვაძე.

პროექტების მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირება ინკლუზიური მიდგომებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა. ღონისძიება ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებს. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრა ქედის მუნიცპალიტეტში გაიმართება მიმდინარე წლსი 14 ივნისს.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები