აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ეთნოგრაფიული გამოფენა ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით

14 ივნისი, 2018

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნოგრაფიული გამოფენა მოეწყო.  გამოფენა ჩატარდა ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად და ის მიზნად ისახავდა ბულგარეთის კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას.  ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა, ხოლო 2018 წელს პირველად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. გამოფენა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ პრეზენტაციით გახსნა და საზოგადოებას ბულგარეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შედეგები წარუდგინა.  ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.  „ბულგარეთის რესპუბლიკა გახლდათ ევროკავშირის საბჭოს  თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით.  სიმბოლურია, რომ დასკვნითი ღონისძიება სწორედ ბათუმში გაიმართა. ვულოცავ ბულგარეთის რესპუბლიკას ამ პერიოდის წარმატებით დასრულებას“ -აღნიშნა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.
 ღონისძიებას  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე,ბადრი ნაკაშიძე, ირაკლი თავბერიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.  
ეთნოგრაფიულ გამოფენაზე  ალექსანდრე მიხაილოვის 25 ფოტო გამოიფინა. ექსპოზიციაზე ბულგარელი ხალხის ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები იყო  ასახული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბულგარული ეროვნული ტანისამოსი და ცეცხლის რიტუალი.
ქვეყნის მასშტაბით ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, ინიციატივის მიზანია, უფრო ვრცლად გაიცნონ პარტნიორმა ქვეყნებმა ბულგარეთის კულტურა, ისტორია და ტრადიცია.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები