აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუმრად ბოტანიკურ ბაღში

15 ივნისი, 2018

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღის აღსანიშნავად ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში მიიწვიეს. 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, დამატებით აფინანსებს ქალაქ ბათუმის N 26 საჯარო სკოლაში შექმნილ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სასკოლო საგნებთან ერთად გადიან სახელოვნებო სწავლებას. ასევე, ფუნქციონირებს ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“. ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 54 მოსწავლე. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე და ქ. ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები