აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეცნო

15 ივნისი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და თანამშრომლებს კომიტეტის თავმჯდომარე დღეს შეხვდა.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყველა ის პროექტი განიხილეს, რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ანხორციელებს. მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებული სარეკლამო ღონისძიებები, სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის ჩატარებული ტრენინგები, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო სტატუსზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი. კომიტეტის, რომელსაც უშუალოდ ეხება რეგიონული პოლიტიკა. აჭარაში ტურიზმი არის წამყვანი დარგი პირდაპირი მნიშვნელობით და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქოდეს ქვეყნის პარლამენტსა და დეპუტატებს თუ რა ხდება რეგიონში ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით ინსტიტუციურ ცვლილებებს წლის ბოლოს და ბუნებრივია ესეც იყო ერთ-ერთი განხილვის თემა. ყველა იმ ტურისტულ პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვანვითარებთ აუცილებელია პარლამენტის დეპუტაციის, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ  ყველა ის რესურსი, რომელიც რეგიონში გვაქვს ტურიზმის განსავითარებლად. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი მოიზიდოს რეგიონში, განავითაროს სერვისები და პროდუქტები, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, როგორც ადგილობრივმა ასევე, ცენტრალურმა ბიუჯეტმა,“ განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტურიზმის დეპარტამენტის აქტიურობასა და მის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „ხედვა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტსა და მის თავმჯდომარეს აქვს ძალიან დამაიმედებელია. იმიტომ რომ პოტენციალი არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტს ესმის თუ  რა თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იქნეს ათვისებული და  გამოყენებული. იმიტომ რომ ტურიზმი არამარტო აჭარისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მიმართულება და  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იქნება ეს თუ  ცენტრალური მთავრობა, მითუმეტეს კი რეგიონის ხელმძღვანელობა უნდა ვმუშაობდეთ აქტიურად დეპარტამენტთან ერთად იმისთვის, რომ იყოს სრული შესაძლებლობა, იქნება ეს ფინანსური უფლებამოსილების თვალსაზრისით თუ სხვა, ეს პოტენციალი იქნეს მაქსიმალურად ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოყენებული,“ გაანცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონი პოლიტიკისა და თვითმართველოს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ. 


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები