აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ENPARD-ისპროგრამის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარება გრძელდება

15 ივნისი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ENPARD-ის და გაეროს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აგროსერვის ცენტრში წარმოდგენილი ნაწარმი, ისევე როგორც იქ არსებული სასათბურე მეურნეობები, არის გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კონკრეტული და წარმატებული შედეგი საქართველოში. „სასიხარულოა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქცია თავს იმკვიდრებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. ეს კი შესაძლებელი გახდა სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც ევროკავშირი და გაერო საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ახორციელებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და მადლობა გადაუხადა ENPARD-ის წარმომადგენლებს რეგიონში ახალი პროექტების დაწყებისთვის.

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები