აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ავთანდილ მესხიძე ჩინეთის ქალაქ ნანჩანის დელეგაციას შეხვდა

16 ივნისი, 2018

ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ნანჩანგის ვიცე-მერს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ჩინურმა მხარემ სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება.

შეხვედრას ,,საპარტნიორო ფონდი“-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ. დავით საგანელიძემ ხაზი გაუსვა ძიანსის პროვინციის გუბერნატორისა და გენერალური მდივნის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქართველო-ძიანსის პროვინციის ინვესტიციების ხელშემწყობი კონფერენცია. ჩინური მხარის ინფორმაციით კონფერენციაში 150-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კონფერენცია უკვე ორჯერ ჩატარდა თბილისში და 2018 წლის სესიას კი შესაძლოა ბათუმმა უმასპინძლოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში უკვე დაწყებული თანამშრომლობის შესახებ. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ჩინური ენის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია ჩინური ენის შემსწავლელი კურსები. ჩინურმა მხარემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოში სტუმრობით, მათ ხაზი გაუსვეს აჭარის ტურისტული პოტენციალით მიღებულ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს და მზაობა გამოთქვეს რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების და საინვესტიციო გარემოთი დაინტერესების მიმართულებით.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები