აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ენის შემწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება

18 ივნისი, 2018

კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარედ სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ.

„კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება  დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ განსაკუთრებით დადგა ენის შესწავლის აუცილებლობა. კურსის ძირითადი მიზანია  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული მარტივი საკომუნიკაციო უნარებით აღვჭურვოთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე ინტენსიური შეხება აქვთ უცხოელ ტურისტებთან. ჩვენ ასევე, ვამზადებთ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს CD-ის სახით, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული სტუმარმასპინძლობის თემატიკაზე. ვიდეოგაკვეთილები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. ჩვენ ეს პროექტი წელს პირველად დავიწყეთ, თუმცა მის გაგრძელებას აუცილებლად ვგეგმავთ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებში.  ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, ის ამავე დროს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაცაა. კურორტ გოდერძზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შენება, რაც იმას გარანტია, რომ რამდენიმე წელში კურორტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ადგილობრივები სრულად ყველა კუთხით იყვნენ მზად ტურისტების დიდი ნაკადების მისაღებად“. განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვიათერბის სკოლა“ ფარგლებში,  აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები