აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი აჭარის რეგიონში

19 ივნისი, 2018

დღეს, სასტუმრო ადმირალში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: “მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი აჭარის რეგიონში“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე. სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ფერმერები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობათა მეცნიერების ექსპერტები. კვლევის მიზანია მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის კვლევა.

ამ მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში სხვა სამუშაოებთან ერთად ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა. კვლევამ აჩვენა, რომ მანდარინი არის მაღალი მოგების მარჟის მქონე ხილი. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში და განხორციელდა „PMC კვლევითი ცენტრის“ მიერ, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-თან თანამშრომლობით.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები