აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

“National Geographic Traveler”-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

19 ივნისი, 2018

პოლონური “National Geographic Traveler” აჭარის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატია სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“ მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს.  „ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ის ასევე, საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს. 

წელს, ეს პოლონური “National Geographic Traveler”-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა. 

დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს პოპულარიზაციას, სადაც აჭარის შესახებ თემატური სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში გადის. გარდა ამისა, აჭარის ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, ონლაინ რეკლამით, სატელევიზიო რეკლამით, პრეს-ინფოტურების ორგანიზებითა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით ხორციელდება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები