აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

20 ივნისი, 2018

►ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 
►ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.
►სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნენ.
►ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების მოწყობა დაიწყება.
►პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში. 
►სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. 
►ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული, სექტემბრიდან 250 მდე გაიზრდება. 
►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. 
►მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება. 
►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. 
►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. 
►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა

►ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები