აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გონიო-მახოს დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა სრულდება

15 ივნისი, 2018

ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა. 
სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჭოროხის შემოვლითი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში სამი 40, 30 და 25 მეტრი რკინა-ბეტონის სწორკუთხა მილი; 28 მეტრი სიგრძის ბეტონის საყრდენი კედელი; 13 მეტრი სიგრძის გაბიონი და 3500 გრძ. მეტრზე ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი მოეწყო.სამუშაოებს შ.პ.ს. „ერ ტე დე“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 696 998 ლარს შეადგენს. მეორე ეტაპის სამუშაოები 18 ივნისს დასრულდება.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები