აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

კაპანდიბის სასაფლაოების გზის რეაბილიტაცია

04 მაისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაპანდიბის სასაფლაოების საავტომობილო გზის კმ0+000-კმ1+600 მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის ორფენიანი საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო7“ ასრულებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 632 889 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლითონის მილი- 29 გრ.მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი - 824 გრძ.მეტრი, აქედან დახურული ლითონის ცხაურით-120 გრძ.მეტრი; 3 ბეტონის პორტალური კედელი 59 გრძ.მეტრი, სწორკუთხა მილი 14 გრძ.მეტრი და 36 პარაპეტი. ასფალტობეტონის საფარი მოეწყო 8 947 კვადრატულ მეტრზე. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები