აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ახალი ხიდის მშენებლობა

08 მაისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და მოადგილე რაულ ბერიძემ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სულხან ღლონტთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან მირზა ცეცხლაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭახათი-ტყემაკარავის საავტომობილო გზის კმ0+020 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოებიდათვალიერეს. ხიდის სიგრძე 18 მეტრია, ხოლო სიგანე -4 მეტრი. სამუშაოები შ.პ.ს. „ხელვაჩაურის საგზაომ“ შეასრულა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 241 500 ლარს შეადგენდა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ახალი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მიმდებარედ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - თაღოვანი ხიდის გადარჩენას და მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის გამოყენებას შეუწყობს ხელს. სამშენებლო სამუშაოები სახელშეკრულებო ვადაზე ადრე დასრულდა

კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები