აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

2019-2022 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა

10 მაისი, 2018

დღეს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ‎2019-2022 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. პროგრამების შესახებ პრეზენტაცია დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გამართა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ბიუჯეტი მომავალი 4 წლის პროგნოზით მზარდია და 2019 წლისთვის 60 მილიონამდე აღწევს. მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება გაიზრდება, რაც ასფალტობეტონის საფარის, ახალი ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი გაბიონების, სამელიორაციო სისტემების და ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. არჩილ ჩიქოვანმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები