აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ზამლეთი-ნიგაზეულის გზის რეაბილიტაცია

28 მაისი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ნიგაზეულის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+280 (2280 მეტრი) მონაკვეთზე მიმდინარე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ბონდი 2009“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 090 878,95 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლითონის მილი - 73 გრძ.მეტრი, რკინა-ბეტონის კიუვეტი - 1263 გრძ.მეტრი მათ შორის 564 გრძ.მეტრი ცხაურით, გაბიონი 94 გრძ.მეტრი, ბეტონის საყრდენი კედელი 54 გრძ.მეტრი, პარაპეტები 148 ცალი 444 გრძ.მეტრი, ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 9783 მ2-ზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა. სამუშაოები 8 აგვისტოს დასრულდება.

კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები