აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

21 ივნისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დასაქმებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის და სიგელები გადასცა. „აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების შერჩევა და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა. სწორედ ვაკანტური ადგილების შევსების მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“. პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან დღემდე დასაქმებულია 130 პედაგოგი“ -აღნიშნა შეხვედრაზე ინგა შამილიშვილმა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე და განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე ესწრებოდნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რესურსცენტრებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩევს მასწავლებლებს, რომლებიც იმუშავებენ მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა. პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, რომელიც შედგება წერითი გამოცდისა და გასაუბრებისაგან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პირობები. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით. აღნიშნული საქმიანობისათვის ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, ასევე შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით. 2017-2018 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დასაქმდა 25 პედაგოგი. პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განაცხადები მიიღება უწყვეტ რეჟიმში.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები