აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ

22 ივნისი, 2018

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიეტუველი ჟურნალისტები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი. დღეს კი ისინი უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც ადგილობრივ მარანში ქედისთვის დამახასიათებელ ღვინის სახეობებსა და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ, ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასებში. გარდა ამისა, მათი ყურადღების ცენტრში მოექცევა ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ჟურნალისტები რეგიონს 24 ივნისს დატოვებენ  და უკვე ლიეტუვაში თავიანთ მაყურებლებსა და მკითხველებს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ რაც შეიძლება მეტი სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა მომზადდეს სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში. ამჯერად, ჩვენ შევარჩიეთ რეიტინგული ტელეკომპანიები, ონლაინ გამოცემები  და ბლოგერები ლიეტუვადან, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ზღვასთან ერთად ტურისტებს შევთავაზოთ მთიანი აჭარის  ტურისტული მარშრუტებიც. ჩვენი კვლევების მიხედვით სწორედ ეს ხდის აჭარას განსაკუთრებით მიმზიდველს ევროპელი ტურისტებისთვის. ლიეტუვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, სადაც გარდა პრესტურებისა გვაქვს გარე და ონლაინ რეკლამა, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთან ლიეტუველი ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.  


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები