აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კინტრიშის ხეობას გიდები და ტურისტული სააგენტოები სტუმრობდნენ

25 ივნისი, 2018

კინტრიშის ხეობის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარაში მოქმედი გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ. ისინი ხეობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუმრობდნენ.  

ინფოტურის მონაწილეებმა ხეობაში არსებული ისტორიული თაღოვანი ხიდები, ჩანჩქერები, ულამაზეს ბუნებაში არსებული მონასტრები და ქვევრები დაათვალიერეს. ისინი ასევე, დაესწრნენ ხეობაში სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, სადაც სტუმრებისთვის კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური პერფორმანსები ეთნო ჯაზ-ბენდ „სტუმრების“ მონაწილეობით და ტურისტებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით  მუდმივად ატარებს ინფოტურებს. წელს, სააგენტომ  7 ინფოტურს გაუწია ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 130-მდე გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები