აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ქობულეთის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში შევიდა

25 ივნისი, 2018

►ქობულეთის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

►ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

►ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

►ქობულეთის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და აჭარის ფინანსთა და ეკონომკის მინისტრი რამაზ ბოლვაძე ესწრებოდნენ.

►საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი და 15 ხიდი აშენდა.

►მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს პროექტის დაფინანსებისთვის და მასშტაბური სამუშაოს შესრულებისთვის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ბოლომდე მიყვანა. ჩვენი მიზანია, მთელი მაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათანადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო ტვირთებისთვის. ჩვენ გვჭირდება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან და მზარდ წვლილს შეიტანს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის» - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

►ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის და ქალაქ ქობულეთის მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები