აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

რამაზ ბოლქვაძე მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ღონისძიებას დაესწრო

25 ივნისი, 2018

►ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

►საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით 25 ივნისი ბათუმში 8 წელია აღინიშნება. ეს დღე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მ დააწესა და მას მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს.

►ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა, ორკესტრის თანხლებით, საზეიმო მსვლელობა გამართეს.
საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა.

►მეზღვაურებს, სტუდენტებსა და შეკრებილ სტუმრებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პროფესიული დღე მიულოცეს.

►დღევანდელი დღის ფარგლებში საზღვაო სფეროში შეტანილი ღვაწლისათვის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

►ღონისძიების დასასრულს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემი „კადეტი“ პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა.
►2018 წელს, აღნიშნული გემი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადასცა. მცურავი საშუალება აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები