აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტრადიციული რეწვის ოსტატებისთვის ვორკშოფები მიმდინარეობს

03 ივლისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით მესამე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტი - „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“, რაც ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული რეწვის პროდუქციის განვითარებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან ტრადიციული რეწვის ოსტატების კავშირების დამყარებას და ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაციას რეგიონში.

პროგრამის ფარგლებში წელს დაგეგმილია ოსტატების მიერ აჭარის რეგიონში მოქმედ მუზეუმებთან თანამშრომლობით რეწვის პროდუქციის შექმნა მუზეუმებში დაცული არტეფაქტების თემატიკაზე. პროექტის მიზანია რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამრავალფეროვნება და თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.

აჭარის მუზეუმში ტრადიციული რეწვის ოსტატებთან ვორკშოფების მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე გაეცნო, წარმატებები უსურვა პროექტში მონაწილეებს და აღნიშნა „აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია რეგიონში ტრადიციული რეწვისა და სამუზეუმო სექტორის თანამშრომლობის განვითარება, რაც ერთი მხრივ წარმოადგენს ოსტატთა შემოქმედებითი საქმიანობის წყაროს, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს კულტურის ორგანიზაციებისა და რეწვის ოსტატების ეკონომიკური სარგებლის ზრდას“.

პროექტში მონაწილე რეწვის ოსტატების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა. გამარჯვებული ოსტატების გამოვლენის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში მოეწყო სასწავლო ვიზიტები და სამუზეუმო კოლექციების ჩვენება ოსტატებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული კოლექციების შესწავლის საფუძველზე იდეების გენერირების ვორკშოპი პროდუქციის ახალი დიზაინის პროტოტიპების შესამუშავებლად.

აღნიშნული აქტივობების განხორციელების შემდეგ მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები