აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აგრარული ექსტენციის პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა.

03 ივლისი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე აგრარული ექსტენციის პროგრამის ფარგლებში ექტენციის მომწოდებელ კომპანიის წარმომადგენლებს და ექსტენციონისტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა და არსებული სიტუაციის შეფასება. ,,ექსტენციის ქვეპროგრამის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ამაღლება.

,,ექსტენციის ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელება ხელს შეუწყობს ფერმერების ცოდნის დონის ამაღლებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში''.- განაცხადა შეხვედრის დროს მინისტრმა.

ექსტენციის პროგრამა მოიცავს ტრენინგებს მცენარეთა დაცვის კუთხით სრულ ციკლს აგროფაზების გათვალისწინებით. კარტოფილის, ერთწლიანი კულტურების, ციტრუსის, თხილის, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების, ვაზის, მეცხოველეობის ,მეფრინველეობის, თევზსაშენი მეურნეობის, მეფუტკრეობის, მცირე მექანიზაციის, სასათბურე მეურნეობის მფლობელ ფერმერებს და აგრომეწარმეებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. დღეის მდომარეობით, აგრარული ექსტენციის მიწოდება 3000-მდე ფერმერთან 800 ჰა ფართობზე სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისად განხორციელდა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები