აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

05 ივლისი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსულებელი ავთანდილ მესხიძე და მინისტრის მოადგილე რუსლან ქორიძე იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც დაათვალიერეს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა.

ცენტრი აღიჭურვა, სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია. აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები