აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ესტონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა

10 ივლისი, 2018

აჭარის გაცნობა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონელი ჟურნალისტები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობიან. მედიატურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ დელფინების შოუს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები ქართული ფოლკლორის თანხლებით.

დღეს, ესტონელი ჟურნალისტები გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და  ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ ესტუმრებიან. შემდეგ კი გზას  მთიან აჭარაში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და კულინარიულ მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიც.

„აჭარის რეკლამირებას სამიზნე ქვეყნებში ისევ ვაგრძელებთ. დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში უკვე ვუმასპინძლეთ 20-ზე მეტ ინფო და პრესტურს, რომლის შედეგადაც სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ  საინტერესო და მრავალფეროვანი მასალები გამოქვეყნდა. თუკი წინა წლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად მხოლოდ ზაფხულის წინა პერიოდში ხორციელდებოდა, ახლა ეს გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში წლის ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვაა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.

ესტონელი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებლებსა და მკითხველებს ივლისის განმავლობაში გაუზიარებენ. ისინი რეგიონს ხვალ დატოვებენ.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები