აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფესტივალი ,,ჩვენებურები“

10 ივლისი, 2018

2018 წლის 5-8 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლში კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მე-18 ტრადიციული ფოლკლორის ფესტივალი ,,ჩვენებურები“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინვესტორთა საერთაშორისო ასოციაციის, მთიანი აჭარის, ბურსას და ინეგოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ინეგოლის ქართული ცეკვის ანსამბლთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ ფოლკლორული ჯგუფები თბილისიდან, რუსთავიდან და შუახევიდან. წელს, ფესტივალში აჭარის რეგიონიდან მონაწილეობას ღებულობდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები ,,ჭვანა“, ,,მარეთი“ და ,,ფესვები“.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო კონცერტები, შეხვედრები ინეგოლის გუბერნატორთან და მერთან, ასევე, ბურსას მერთან.  ინეგოლში მცხოვრებ ქართველებთან. ქ. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ბიბლიოთეკას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და ალბომები საჩუქრად, სამინისტროს წარმომადგენელმა მადონა თევზაძემ, გადასცა.

საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძე და შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი დახვედრისათვის და მრავალფეროვანი ღონისძიებებისათვის.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები