აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზაფხულო სკოლა „ლიდერთა აკადემია“

11 ივლისი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში წელს პირველად ხორციელდება  „საზაფხულო სკოლის“ მოწყობის კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს   მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას. 
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურში გამოვლინდა ორი გამარჯვებული პროექტი: -„ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია“ და „ART პაემანი“.  
2018 წლის 6 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა საზაფხულო სკოლა -„ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ადვოკატირების, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გენდერული თანასწორობის განვითარებას. ბანაკში გაერთიანებულია აჭარის საჯარო სკოლებიდან 14- 16 წლის 60 -მდე მოსწავლე. 
საზაფხულო სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი თავბერიძე ეწვია და პირადად გაეცნო იმ აქტიობებს, რომელიც დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა.  
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელებს და აღნიშნა „სასიხარულოა, რომ საზაფხულო სკოლამ მონაწილეებს მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი პროგრამა შესთავაზა. საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეები იქნებიან უკეთ ინფორმირებულნი სამოქალაქო თემებზე, ისწავლიან გზებს, როგორ იმოქმედონ პრობლემის მოსაგვარებლად, განავითარებენ ლიდერობის უნარებს, გახდებიან თანატოლ განმანათლებლები, მოამზადებენ და ჩაატარებენ ტრენინგებს სამოქალაქო თემებზე თანატოლებისთვის“. ირაკლი თავბერიძემ პირველი ნაკადის მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა

 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები