აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კონცერტები ანბანის კოშკთან

19 ივლისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის  „კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში 2018 წლის 20, 21, და 22 ივლისს ქ. ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი ვოკალურ-ინსტრუმენტული  და  მოწვეული ჯგუფების კონცერტები.

ადგილობრივი ბენდების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია რეგიონში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფისა და  ადგილობრივი არტ-ბაზრის განვითარების მიზნით.    თანამედროვე მუსიკის კონცერტები ხელს შეუწყობს  ერთი მხრივ ადგილობრივი ბენდების ცნობადობის გაზრდას და ამავდროულად რეგიონს გახდის უფრო მიმზიდველს ტურისტული თვალსაზრისით.

 

კონცერტები დაიწყება: 20 ივლისს 20:00 საათზე

                                          21 ივლისს 19:00 საათზე

                                           22 ივლისს 20:00 საათზე


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები