აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის უნივერიტეტში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

27 ივლისი, 2018

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა, საზაფხულო სკოლის გახსნა მიულოცა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის მიმართულებით დადებით დინამიკაზე გაამახვილა. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მთავრობის თავმჯდომარეს ის პროექტები გააცნო, რომელიც უნივერსიტეტში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები