აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის N18 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 ივლისი, 2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამ საჯარო სკოლაში 1,5 მილიონი აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი ბათუმის N18 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. 2017 წლის 20 ივნისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რეგიონში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში აჭარაში სამ სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც მოიცავს 8,500კვ.მ ფართის რეაბილიტაციას ბათუმში, ქობულეთსა და ლეღვაში. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 3000-ზე მეტი მოსწავლეს.რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სკოლებს გადაცემათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის N18 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში გაეცნო.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები