აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე კონფერენცია გაიმართა

27 ივლისი, 2018

ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში’’ ორგანიზაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის’’ ორგანიზებით, რომელიც საქართველოში ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს ‘’ (ACCESS) ახორციელებს, კონფერენცია ,,ბათუმის ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში’’გაიმართა. კონფერენციის მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერა და ბათუმში ურბანული მმართველობის კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ნაბიჯების ხელშეწყობა იყო. კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მ/შ მირზა ცეცხლაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები